Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან, ამოიღეს სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - კონიაკი და არაყი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  17 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top