Press releases

News/Press releases

მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 25 დეკემბერი, 2018
მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

147

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით  დაარწმუნა მოქალაქე, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში,   სს „საქართველოს რკინიგზაში“ მის დასაქმებას უზრუნველყოფდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის ბრალდებულმა  მოქალაქეს მოსთხოვა 1 150 ლარი, საიდანაც  750 ლარი გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top