Press releases

News/Press releases

თაღლითი, რომელიც მეწარმეებს ატყუებდა, საგამოძიებო სამსახურმა დააკავა

პარასკევი, 20 თებერვალი, 2015
თაღლითი, რომელიც მეწარმეებს ატყუებდა, საგამოძიებო სამსახურმა დააკავა

655

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის  ფაქტზე,  ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინილია, რომ დაკავებულმა მ. გ-მ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში  მფლობელებს საკუთარი თავი არაერთხელ წარუდგინა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც, მოტყუებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის არშედგენისა და დაჯარიმების თავიდან აცილების სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტებს სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top