საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგინილია, რომ დაკავებულმა მ. გ-მ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მფლობელებს საკუთარი თავი არაერთხელ წარუდგინა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც, მოტყუებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის არშედგენისა და დაჯარიმების თავიდან აცილების სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტებს სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.