Press releases

News/Press releases

დიდი ოდენობით სიგარეტი "მარლბოროს" აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამშაბათი, 21 ივლისი, 2015
დიდი ოდენობით სიგარეტი "მარლბოროს" აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

594

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა 2 000 კოლოფი სიგარეტი „მარლბორო.“

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top