საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა 2 000 კოლოფი სიგარეტი „მარლბორო.“
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.