Press releases

News/Press releases

დაკავება ქონებრივი დაზიანების და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე

ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2014
დაკავება ქონებრივი დაზიანების და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე

748

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად ყალბი საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ის  დირექტორები მ. ა, ჯ. ჭ. და  გ. მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ. ა-მ, ჯ. ჭ-მ და გ. მ-მ იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდისათვის თავი აერიდებინათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ, არარეზიდენტ და ხშირ შემთხვევაში, ნასამართლევ პირებს სხვადასხვა შპს - ები დააფუძნებინეს, აღნიშნული შპს-ები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნაროები არიან. ამ საწარმოების სახელით, საქართველოში იმპორტირებული იქნა 803 680 ლარის სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული, რომელთა განბაჟებიდან 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნული პირების მიერ არ იქნა გადახდილი იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 265 048 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top