642
ხუთშაბათი, 26 მარტი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2013-2014 წლებში ქ. თბილისის სამი რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი ბ. ტ. ამავე საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების შპს-ის დირექტორი ბ. მ. და ექსპერტი გ. ლ.
643
ოთხშაბათი, 25 მარტი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდნენ ხორცპროდუქტების იმპორტიორები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
644
ხუთშაბათი, 19 მარტი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, ერთ კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა.
645
ორშაბათი, 16 მარტი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
646
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გ. თ. დააკავა.
647
სამშაბათი, 10 მარტი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.