Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტოს" თანამშრომელი დააკავეს

Sunday, May 3, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტოს" თანამშრომელი დააკავეს

621

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და შემდგომში მასალის უკანონოდ გადაზიდვის პროცესში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით, სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top