196
სამშაბათი, 14 აგვისტო, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელ-რეალიზატორთა გამოვლენისა და მათი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
197
პარასკევი, 10 აგვისტო, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
198
სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.
199
ხუთშაბათი, 02 აგვისტო, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.
200
სამშაბათი, 31 ივლისი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
201
პარასკევი, 27 ივლისი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.