617
ორშაბათი, 18 მაისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა იმპორტიორთა ჯგუფი, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ა. ყ, ტ. შ. და ბ. ჭ.
618
პარასკევი, 15 მაისი, 2015
ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
619
შაბათი, 09 მაისი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოქალაქე ვ. კ. დააკავეს.
620
ხუთშაბათი, 07 მაისი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ჯ. ა. დააკავა.
621
კვირა, 03 მაისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
622
შაბათი, 02 მაისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი დააკავეს.