704
Monday, October 6, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, თბილისში, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგნეშკა კროლიკოვსკა ხელმძღვანელობს, პირველი ოფიციალური შეხვედრა დელეგაციებს შორის დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ შედგა. შეხვედრას მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი ანდჟეი ჩეჟკოვსკი დაესწრნენ.
705
Monday, October 6, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები დააკავეს.
706
Sunday, October 5, 2014
ხვალ თბილისს პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგნეშკა კროლიკოვსკა ხელმძღვანელობს.
707
Friday, October 3, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი, დააკავა.
708
Thursday, October 2, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი დააკავა.
709
Tuesday, September 30, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე თ. ჩ. დააკავა.