679
Tuesday, December 9, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის დირექტორები - ნ. ე. და ა. ხ, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამავე სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი და საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
680
Friday, December 5, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი პირი - ა. კ, ჯ. ნ. და მ. მ. დააკავა.
681
Wednesday, December 3, 2014
საგამოძიებო სამსახურმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დააკავა.
682
Tuesday, December 2, 2014
საგამოძიებო სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღები ფაქტზე, ამავე სამინისტროს ქვემო ქართლის მცხეთა მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი დააკავა.
683
Friday, November 28, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქ. ბორჯომსა და ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, ქართული მინერალური წყლების ფალსიფიცირების ფაქტზე გ. მ, მ. წ, კ. გ, ჯ. ბ. და პ. ტ. დააკავა.
684
Wednesday, November 26, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.