620
Thursday, May 7, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ჯ. ა. დააკავა.
621
Sunday, May 3, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
622
Saturday, May 2, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი დააკავეს.
623
Thursday, April 30, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ. ე. ე. და ა. ე. დააკავეს.
624
Tuesday, April 28, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე, ა. პ. და ქ. ც. დააკავა.
625
Friday, April 24, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა.