საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, მოადგილეებსა და სსიპ - შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს უმასპინძლეს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე - ედუარდ ჰაკობიანი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისათვის სპეციალიზებული 2 დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პარალელურ ფინანსურ გამოძიებასა და დაყადაღებული აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს.
გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ორგანიზებით გაიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ონლაინ-ტრენინგების საწყისი ციკლი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები წარმოადგენს პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც პორტსმუტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე წლის თებერვალში მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
REGIONAL DIVISIONS