Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

საგამოძიებო სამსახურმა ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რამიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორს, ანტონი მიკულსკისს შეხვდა.

ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელსაც  ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორი ანტონი მიკულსკისი ხელმძღვანელობდა.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი, 2018

10 – 13 სექტემბერს,  ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური რიგით 23-ე  სამუშაო შეხვედრა, რომელშიც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ელგანდაშვილი მონაწილეობდა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ოთხშაბათი, 18 ივლისი, 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს,  ნინა  იუჟანინას შეხვდა.

12345678
«ივლისი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top