Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

სამშაბათი, 23 ივლისი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.  შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა

ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფებოდა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის  ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.  
 

იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლების ვიზიტი

სამშაბათი, 11 ივნისი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის  უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს  საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრა საგამოძიებო სამსახურში

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის  უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას  გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემოსავლების და საბაჟო დეპარტამენტის ფისკალური დანაშაულების რეგიონალური ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან ჯოისი ხელმძღვანელობდა,  დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო დაზვერვის და ოპერაციების დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორი გრემ ჰენკოკი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი  ამანდა ჰიკმანი, შეხვედრას, ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფი სტიუარტი.

7891012141516
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top