საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემოსავლების და საბაჟო დეპარტამენტის ფისკალური დანაშაულების რეგიონალური ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან ჯოისი ხელმძღვანელობდა, დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო დაზვერვის და ოპერაციების დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორი გრემ ჰენკოკი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი ამანდა ჰიკმანი, შეხვედრას, ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფი სტიუარტი.
REGIONAL DIVISIONS