ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 28 მარტი, 2018
ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

250

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი ასდოლარიანი  კუპიურა გაასაღა. 

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან  7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top