ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დააკავეს

სამშაბათი, 24 თებერვალი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დააკავეს

653

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ჯ. ხ. და მოქალაქე მ. გ. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საჯარო მოხელემ, თანამზრახველის დახმარებით, ბოლნისის ტერიტორიაზე, ბენზინგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან  ქრთამის სახით  2000 ლარი აიღო.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მარტი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top