პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.
ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.
ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.
სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში საშემოდგომო ჩემპიონატი გაიმართა.
ორშაბათი, 07 ოქტომბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.