ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

ორშაბათი, 24 მაისი, 2021
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 22 037 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.

გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top