ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა უწყებების პირველ პირებს შორის. მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორებიცაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური და სხვა სახის დანაშაულების პრევენცია და სხვა საკითხები.

გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება. 

ვიზიტის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები, ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, ასევე საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ლევან ძნელაძე, დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top