ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში "TWINNING"-ის პროექტის პირველი სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა

ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2015
საგამოძიებო სამსახურში "TWINNING"-ის პროექტის პირველი სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა

583

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის  „ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ - პირველი სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელები და მმართველი გუნდი, ასევე პროექტის უცხოელი ექსპერტები და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პირველი კვარტალური ანგარიში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. განისაზღვრა სახელმძღვანელო კომიტეტის შემდგომი სხდომის თარიღი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება (HAUS) ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და (FIOD) ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.

პროექტის მთავარი ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

  

  

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top