ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა -გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 06 ივლისი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის  შენახვა -გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა

213

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის  წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ხუთი  ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 4 290  კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  23 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top