ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა

პარასკევი, 01 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა

340

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი ამხილეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია  სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 642 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი, ხოლო, კახეთის რეგიონში  -  3 877 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან  4 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top