ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო  წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

307

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,მტკვარის’’ გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  მალულად გადაეტანა 984 ერთეული მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულება  ჯამში      22 240 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top