ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

311

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით  ცდილობდა  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული ნივთიერების - 3 000 გრ  პრეგაბალინის შემცველი,  მედიკამენტი („ლირიკა“).   

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 263-ე მუხლის მესამე ნაწილით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top