ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

381

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანტიკორუფციულ სამსახურთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე,  ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ივნისს, ბრალდებულმა,  მისი მართვის ქვეშ მყოფ  ავტომანქანაში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 35 461 ლარის საბაჟო ღირებულების 619,19 გრამი ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ - ის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მარტი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top