ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა "ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკატორი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 07 აპრილი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა "ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკატორი პასუხისგებაში მისცა

409

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქართული მინერალური წყლების, „ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ერთი მოქალაქე. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი. ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი  პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top