ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

"საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების" პროექტი ოფიციალურად გაიხსნა

ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2015
"საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების" პროექტი ოფიციალურად გაიხსნა

582

ქორთიარდ მერიოტში“ ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“.  პროექტის საერთო მიზანია საქართველოს ფისკალურ სფეროში ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სტანდარტების გაზიარება და ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს წახალისება.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება (HAUS) ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და (FIOD) ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.

პროექტის მთავარი ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

პროექტის მიზანია  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება  შემდეგი მიმართულებების ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით:    

·     ეკონომიკური დანაშაულის შესახებ საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, გადასახადისათვის თავის არიდების მუხლობრივი ნაწილისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესება.

 ·     ადამიანური რესურსების მართვის, თანამედროვე საგამოძიებო მეთოდების, სტატისტიკური და ანალიტიკური სამუშაოების და ტრენერთა ტრენინგების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერება.

 ·     სხვადასხვა სახელმძღვანელო მითითების (წესების და პროცედურების) შემუშავება საგამოძიებო სამსახურის ზოგადი მენეჯმენტისა და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

 ·     ინფორმაციის დამუშავების, რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის სისტემის გაუმჯობესება;

 ·     ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის საგამოძიებო მოქმედებებისა და მეთოდების განმტკიცება.

 აღნიშნულ პროექტში საგამოძიებო სამსახურთან ერთად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, მათ შორის:

·     ფინანსთა სამინისტრო და მის ქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

·     შინაგან საქმეთა სამინისტრო

·     მთავარი პროკურატურა

·     იუსტიციის სამინისტრო

·     სახელმწიფო აუდიტის სამსახური

·     საქართველოს ეროვნული ბანკი

·     ფინანსური დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მომუშავე კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.

 საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მის მთავარ ბენეფიციართან და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამის სამსახურებთან. დაეხმარება მათ განავითარონ აქტივობები ეკონომიკურ-ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ევროპული სტანდარტებისა და „საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად.

პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე  ბატონი ბორის იაროშევიჩი, ასევე ფინეთისა და ჰოლანდიის ელჩები საქართველოში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი თაბუაშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.
 

 

 

 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top