ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

პარასკევი, 29 დეკემბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, 2023 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა. 

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალკვალიფიციური, ერთგული და კეთილსინდისიერი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის და გამოძიების პროცესში. სოსო რამიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ 2024 წელს საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან ოცი წელი სრულდება და საგამოძიებო უწყება, როგორც წინა წლებში, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას.

შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top