ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა

ხუთშაბათი, 25 ნოემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს, გუნდის ხელმძღვანელ ბ-ნ ტიბორ დრასკოვიჩს და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ ბ-ნ ჰენდრიკუს (ჰარი) ვან ბოქსმეერს უმასპინძლა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. 

შეხვედრის მიზანს ხსენებული პროექტის ფარგლებში (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება) საგამოძიებო სამსახურთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივის შეფასება და საამისოდ კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებზე. 
პროექტი ითვალისწინებს დახმარებას ბენეფიციარი სახელმწიფო უწყებებისთვის კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების სექტორს, მისი ერთ-ერთი კომპონენტის - ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე, შესაბამისი კომპეტენციის პირთა აქტიური ჩართულობით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top