ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast-ის, „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოსა“ (CEPOL) ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგ კურსი „ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის“ (Open-Source Intelligence (OSINT) and Online Investigation for the investigators of the Ministry of Finance). ტრენინგში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25 გამომძიებელი იღებს მონაწილეობას.
ტრენინგი მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, OSINT ინსტრუმენტების სწორ გამოყენებასა და არსებული მეთოდოლოგიის გაცნობას.
ტრენინგს წარუძღვებიან ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც თეორიული მასალებითა და პრაქტიკული დავალებებით მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ღია დაზღვერვის მეთოდოლოგიაში. კურსი ხორციელდება ონლაინ ფორმატში, ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს LEED პლატფორმის მეშვეობით.