ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი, 2018
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა

188

10 – 13 სექტემბერს,  ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური რიგით 23-ე  სამუშაო შეხვედრა, რომელშიც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ელგანდაშვილი მონაწილეობდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, ევროპის ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის  მოხვედრის გზები, რისკები და გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ევროკავშირის შავ ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოდან ტრანზიტული გზით შეტანის აღკვეთის  მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ  პრეზენტაცია წარადგინა. 

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის ყოველწლიური  სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მონაწილე ქვეყნებისთვის სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის  გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებისთვის.

შეხვედრას  ბულგარეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები მასპინძლობდნენ. ღონისძიებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, საქართველოს, თურქეთის, სერბეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top