ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 08 იანვარი, 2015
თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

672

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე დ. ჯ. დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, შეწყალების კომისიის წევრებს გადასცემდა 5 000 ლარს. რის შედეგადაც, მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახდელი სასჯელისგან. აღნიშნულ თანხას დ. ჯ. მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top