ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

გამოვლენილია ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი

ხუთშაბათი, 09 აპრილი, 2015
გამოვლენილია ქრთამის აღებისა და  სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი

633

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  ქრთამის აღებისა და  სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ერთ-ერთი სსიპ-ის თანამშრომლები დ. ქ. და ნ. ვ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული სააგენტოს თანამშრომელმა დ. ქ-მ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე წიწვოვანი ჯიშის ნარგავის უკანონოდ ამოთხრისა და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გარკვეული თანხა გამოართვა.

ასევე დადგენილია, რომ ამავე სააგენტოს სხვა სამსახურის თანამშრომელმა ნ. ვ-მ, თავის სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კანონიერი სახის მიცემის მიზნით გასცა ყალბი დოკუმენტი. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით რაც ითვალისწინებს თავლისუფლების აღკვეთას  ექვსიდან ცხა წლამდე ვადით. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top