ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

პარასკევი, 03 ივლისი, 2015
ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

602

საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში ბელარუსის დელეგაცია იმყოფებოდა. ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს იგორ მარშალოვს და ამავე კომიტეტის ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ ანალიტიკური სამმართველოს უფროსს იური მეხედოვს  ქართველი კოლეგები  ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მასპინძლობდნენ. ქართულ მხარეს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბატონი ლერი ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფორმატში ბელარუსმა და ქართველმა სამართალდამცავებმა ფისკალური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს,  განიხილეს ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის პროცესში ოპერატიულ - ტექნიკური მექანიზმების გამოყენების  საშუალებები, ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ კოორდინირებული საქმიანობისას უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურ მნიშვნელობაზე.

ბელარუსმა და ქართველმა სამართალდამცველებმა  ერთმანეთს  წარმატებული მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაგეგმეს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top