53
სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც თორმეტი პირი დააკავეს.
54
სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ეფექტურ ღონისძიებებს ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამ საქმიანობის ფარგლებში, დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.
55
შაბათი, 10 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
56
პარასკევი, 09 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, იმერეთის რეგიონში, კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს.
57
სამშაბათი, 06 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.