ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

164

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ახდენდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტი) თვისობრიობის შეცვლას. მსგავსი  ქმედებით  მნიშვნელოვნად ირღვეოდა  მომხმარებლის ინტერესი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე,  ბრალდებულის სახით 21 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში  მისცა. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top