ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2019
განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  რვა  ფაქტი გამოავლინეს

85

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  რვა ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში,  დანაშაულში მხილებული პირებისაგან, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“- ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული  უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top