ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 29 აგვისტო, 2017
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის  გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

342

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, „DAF”- ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით,  ცდილობდნენ გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი, რომლის  საბაზრო ღირებულება ჯამში  171 220 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე - 5 და მე - 200 მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top