ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 04 ივნისი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

80

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, კერძოდ, გამოწერილი იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 17 885 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურ გაწევაზე, რითაც ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო 2 728 220 ლარის ოდენობის ყალბი ჩათვლა.

ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top