ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

პარასკევი, 20 ნოემბერი, 2020
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, დაირეგისტრირეს ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში არსებული, უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე რიცხული 5 528 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც 16 ნოემბერს გაასხვისეს 142 000 აშშ დოლარის საფასურად.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი და ამავე გზით მიღებული თანხით შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია შპრიცები და თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
Back To Top