ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2019
საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

105

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელს - თეინ ლარსონს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს მოადგილეს სამართლის დარგში - მეთიუ ბოიდენს და აშშ-ის საელჩოს სამართლის დარგში ატაშეს ოფისის წარმომადგენელს - გიორგი ბერიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკელ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია  სამსახურის უფლებამოსილებისა და უწყების საქმიანობის პრიორიტეტული  მიმართულებების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების თანამედროვე მეთოდებზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და პროფესიული  თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,  ფულის გათეთრების, ანტიკორუფციული და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ ასპექტებზე.  ყურადღება გამახვილდა ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს  წარმომადგენლები   პროფესიული თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.







 




 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top