ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი  პირი დააკავა

29

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ქვემო ქართლის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით, მოსთხოვა და  გამოართვა    2 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top