საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ,,HP“-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის ფაქტობრივი მფლობელი, გ.ს. დააკავა, ხოლო მისი დამხმარე ვ.ს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ს-მ. და ვ.ს-მ. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კუსტარულად დაამზადეს 324 ცალი ჭავლური კარტრიჯი და მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, დამზადებული კარტრიჯები შეფუთეს „HP“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ ყუთებში, ხოლო ზემოხსენებულ ყუთებზე კი სასაქონლო ნიშანთან ერთად დაატანეს „HP“-ს ჰოლოგრამა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.