ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018
ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელსაც  ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორი ანტონი მიკულსკისი ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო რამიშვილმა  ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზა  და საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ოფისი დაათვალიერებინა.  სტუმრები დეტალურად გაეცნენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის  საქმიანობას და მიღწეულ შედეგებს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  გამართულ  შეხვედრაზე მხარეებმა  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს გააფორმებენ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top