საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში, 2 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა ალკოჰოლური სასმელის მარკირებისთვის განკუთვნილი 3 051 ცალი ყალბი აქციზური მარკა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით