ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

პარასკევი, 27 თებერვალი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

650

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,   სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და  ქ. რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე   მოქალაქეზე  გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. დაკავებულებმა,  ყალბი კუპიურები  ერთ-ერთ მოქალაქეს  ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსისი 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top